понедельник, 27 апреля 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციაზე, გადმოვწერეთ ფოტომასალა ინტერნეტიდან . დასრულებული ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე. საინტერესო დღე გახლდათ, " მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მიითვლის მტევნებსა". მეც კმაყოფილი დავრჩი.













მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია



пятница, 24 апреля 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ავტვირთოთ შექმნილი პრეზენტაციები ბლოგზე,
 ძალიან საინტერსო გახლდათ ნამუშევრების ინტენეტსივრცეში განთავსების [პროცესი.
დღემ ფრიად საინტერსოდ ჩაიარა ხათუნა მასწავლებლის დახმარებით.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია



понедельник, 20 апреля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს.  განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა ფორმა - განმსაზღვრელი და განმავითარებელი. შევავსეთ  სქემა. გავაანალიზეთ, რომ  სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.

понедельник, 6 апреля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ძალიან საინტერესო დღე გახლდათ.  გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,  ეს მეცადინეობა  სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას  დაეთმო. წინასწარ ,მომზადებულ ჩარჩოში  გადავიტანეთ ინფორმაცია, ავირჩიე დიზაინი, გავაფორმე სურათებით, ძალიან კმაყოფილი ვარ...  

пятница, 3 апреля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე



საინტერესო  და დატვირთული იყო ეს დღე, ,დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,ასევე გავეცანით პროექტის  პორტფოლიოს ჩამონათვალს, შევიტანეთ პროექტის სქემაში მონაცემები.
გავხსენით საპრეზენტაციო სლაიდები. ვემზადებით პრეზენტაციებისთვის. 
ასე რომ ,წინ საიტერესო დღეები გველოდება.