вторник, 5 мая 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი  ტრენინგი, ბევრი რამ ვისწავლეთ, გავისარჯეთ, ვიწვალეთ, მადლობა ხათუნა მასწავლებელს ჩვენი გაძლებისთვის, მიხარია, რომ ასე ტკბილად დამწიფდა   "ნაყოფი ჩვენთა  ნამუშაკევთა".

понедельник, 4 мая 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

გავიარეთ მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ კითხვებზე : როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში? როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო  პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.  და "გასრულდა ესე ამბავი"  . ინტელის კურსი დასასრულს უახლოვდება.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 1 мая 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს დავასრულე მუშაობა გაზეთზე და გამოვაქვეყნე. გარდა ამისა, ვიმუშავეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების საჭიროებებზე,  განვსაზღვრე შეფასებების ინსტრუმენტები და გამოვკვეთე საბაზისო უნარ- ჩვევების გამყარების გზები. ძალიან დამღლელი დღე გახლდათ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ გაზეთი

понедельник, 27 апреля 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციაზე, გადმოვწერეთ ფოტომასალა ინტერნეტიდან . დასრულებული ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე. საინტერესო დღე გახლდათ, " მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მიითვლის მტევნებსა". მეც კმაყოფილი დავრჩი.













მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია



пятница, 24 апреля 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ავტვირთოთ შექმნილი პრეზენტაციები ბლოგზე,
 ძალიან საინტერსო გახლდათ ნამუშევრების ინტენეტსივრცეში განთავსების [პროცესი.
დღემ ფრიად საინტერსოდ ჩაიარა ხათუნა მასწავლებლის დახმარებით.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია



понедельник, 20 апреля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს.  განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა ფორმა - განმსაზღვრელი და განმავითარებელი. შევავსეთ  სქემა. გავაანალიზეთ, რომ  სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.

понедельник, 6 апреля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ძალიან საინტერესო დღე გახლდათ.  გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,  ეს მეცადინეობა  სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას  დაეთმო. წინასწარ ,მომზადებულ ჩარჩოში  გადავიტანეთ ინფორმაცია, ავირჩიე დიზაინი, გავაფორმე სურათებით, ძალიან კმაყოფილი ვარ...  

пятница, 3 апреля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე



საინტერესო  და დატვირთული იყო ეს დღე, ,დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,ასევე გავეცანით პროექტის  პორტფოლიოს ჩამონათვალს, შევიტანეთ პროექტის სქემაში მონაცემები.
გავხსენით საპრეზენტაციო სლაიდები. ვემზადებით პრეზენტაციებისთვის. 
ასე რომ ,წინ საიტერესო დღეები გველოდება.

понедельник, 30 марта 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

დაიწყო ინტელის ტრენინგი, გვიხარია, საოცრად მოტივირებულნი ვართ, ვეძიებთ და გვიჩნდება სურვილი, შევიმეცნოთ რაც შეიძლება მეტი, რაც ეფექტურსა და საინტერესოს გახდის ჩვენს მეცადინეობას , საინტერესოა პროექტების ელექტრონულ ვარიანტებზე მუშაობა.